Jump to content

User:JANASHVILI/sandbox

From Wikipedia, the free encyclopedia

ჯანაშვილები[edit]

ჯანაშანაშვილები — აღმოსავლეთ საქართველოს წარჩინებული საგვარეულო. ჯანაშვილები საინგილოში თავადიშვილის ღირსების იყო. ისინი საინგილოში, სოფელ კახში ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯანაშვილები მოსახლეობენ საინგილოს სხვა სოფლებშიაც, ქოთუქლოს, სოსკანს და ალიბეგლოს და საინგილოს გარეთაც ქიზიყში და ქართლში. კახის ჯანაშვილების საგვარეულო ოქრობეჭდული სიგელი დაიწვა სოსკანში, ლეკების დარბევის დროს. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი - ჯანა. ჯან ნასესხები სიტყვაა და არაბულად სულს ნიშნავს, აქედან გამომდინარე ჯანაშვილი იგივეა რაც სულიშვილი. წყაროების თანახმად ქიზიყში მცხოვრები ჯანაშვილები XVIII საუკუნის დასაწყისში საინგილოდან წამოსული 4 ძმის შთამომავლები არიან (ლეგა, ჯანო, კუსრა, ჯუგა), რომლებმაც დააასრსეს სოფელი ზემო მაჩხაანი(ძვ.ქ. ჭრელ თვალებიანები) და სოფლის თავში ააგეს მთავარანგელოზთა დასის სახელობის ეკლესია. გადმოცემა იუწყება, რომ კახის ჯანაშვილების წინაპარი მათე, რომელსაც სასახლე ჰქონია აგრედ-წოდებულს მათეი-ყალაში, ფრიად მდიდარი კაცი ყოფილა,ჰქონია მფლობელობაში თვით მათეი-ყალას (მათეს ციხეს) მინდორ-ველი, აგრეთვე ფანცაურის გაყოლება მიწები ყუმის ბოლოდგან სოსკანამდე, საცა ჰქონია აგრეთვე საბინაო მამულ-დედული. შაჰაბაზი რომ შემოესია საქართველოს (1611 წ.) მის ლაშქარს გაუმასპინძლდა ვინმე შარმაზან ჯანაშვილი.